Friday, October 12, 2012


  1. პროექტის სახელწოდება;  პარაოლიმპიადა
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით მოსწავლეები გაეცნონ პარაოლიმპიადის ისტორიას.
  3. პროექტის აქტუალობა: ჩვენს გარშემო არიან უნარ შეზღუდული ადამიანები და ბევრმა არ იცის რომ ისინიც ეწევიან აქტიურ ცხოვრებას.
  4. პროექტის მიზნები: რაც შეიძლება მეტმა მოსწავლემ მიმოიხედოს გარშემო და შეიცნოს რომ მის ირგვლივ განსხვავებული ადამიანებიც არიან და ისწავლონ მათი პატივისცემა.შეძლონ გამოკითხვების ჩატარება,საჭირო ინფორმაციის მოძიება, თანამშრომლობა.
  5. მონაწილეთა ასაკი: 10 - 12 კლასი
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 2012 / ნოემბრიდან 2013/ აპრილამდე.
  7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას:  რაც შეიძლება მეტი უნარ შეზღუდული ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში, ფოტოსურათები, ჩანაწერები,ინტერვიუები.მოსწავლეები გაიცნობენ და დაუახლოვდებიან განსხვავებულ ადამიანებს.ისინი ისწავლიან მათ პატივისცემას და მათ დახმარებას.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:მოხალისე მოსწავლეები,წყაროები,კომპიუტერი.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები ) : უნარშეზღუდული ადამიანების გამოვლენა, ვიზიტი, ინტერვიუ.მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად მოიწვევენ 2012 წლის პარაოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან ნიკა თვაურს.იგი ჩვენი სკოლის კურს დამთავრებულია.ბავშვები მოამზადებენ შეკითხვებს.ნიკასთან საუბარი საინტერესო იქნება.მან ძალიან ბევრ სპორტულ ღონისძიებაში  მიიღო მონაწილეობა და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო.მისი შემართება ნამდვილად მისაბაძია სხვა მოსწავლეებისათვის.
  10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:სპორტი, ისტორია.ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაიუმჯებესებენ უნარს ისტორიაში,ისტ-ში,ურთიერთობების დამყარებაში და რაც მთავარია სპორტში.
  11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ) : ნათელა კილაძე
  12. ხელმძღვანელის ელ ფოსტა :1956natela@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი ;http://natelakilaze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment